воскресенье, 11 сентября 2011 г.

პროექტის    სახელწოდება. გადაშენებული  ორგანიზმები
პროექტის  მთავარი    იდეა (თემა).
    მინი  ლექციის  სახით  მოსწავლეებს  მივაწოდებ  მოკლე  ინფორმაციას  დედამიწაზე  სიცოცხლის   წარმოშობისა  და  განვითარების, პალეონტოლოგების  მიერ  აღმოჩენილი  უძველესი    ნამარხების  შესახებ.
ბავშვები   გამართავენ   დისკუსიას     თემაზე    ,,რა  ვიცით  დინოზავრების  შესახებ?”
პროქტის   აქტუალობა.
მოსწავლეები  მიიღებენ  ცოდნას  გადაშენებული    ცოცხალი  ორგანიზმების  შესახებ,შეძლებდნენ   თუ  არა  ისინი  არსებობას     თავისუფლად     თანამედროვე  სამყარო ში? 
პროექტის  მიზნები:
მოსწავლეებმა  შეძლონ  საუბარი,  თუ  რა  თანმიმდევრობით  ვითარდებოდა  სიცოცხლე  დედამიწაზე, რას  მოგვითხრობენ   დედამიწის  სხვადსხვა  ადგლას  აღმოჩენილი  ნამარხები  უძველეს  დროში  არსებული   მცენარეებისა  და  ცხოველების  შესახებ, რა   თავისებურებებით   ხასიათდებოდა    და    რამ  გამოიწვია  მათი  გადაშენება, რით  განსხვავდებოდნენ  დინოზავრები   თანამედროვე  ორგანიზმებისაგან.
   მოსწავლეებს    განუვითარდებათ   ინფორმაციის  მოპოვების, კვლევა-ძიების     და    დაკვირვების   უნარი.
ბუნ.IV.  მოსწავლეები  აღწერენ  ცოცხალი  ორგანიზმების  სასიცოცხლო  ციკლს.
       პოულობენ  მსგავსება-განსხვავებას  სხვადასხვა  ორგანიზმების  სასიცოცხლო  ციკლის  სტადიებს  შორის:
     
ბუნ.IV.  მოსწავლე  მსჯელობს  გადაშენებული  ორგანიზმების  შესახებ
      აგროვებენ  ინფორმაციას   გადაშენებულ   ორგანიზმებზე  და  გამოთქვამენ   საკუთარ  მოსაზრებას  მათი  გადაშენების   მიზეზების  შესახებ.
      ილუსტრაციაზე   პოულობენ   მსგავსებასა  და  განსხვავებას  ნამარხ  და  თანამედროვე  ორგანიზმებს  შორის.
      ქმნიან    გაქვავებული     ნაშთების    მოდელებს  (მაგ,პლასტილინი,მავთული)
ბუნ .IV.   მოსწავლ  ცოცხალი  ორგანიზმების  შეგუებით  ნიშან-თვისებებს  უკავშჳრებს   საარსებო  გარემოს.
      აკვირდებიან  და  აღწერენ     მცენარეებისა  და  ცხოველების  გარეგნულ  ნიშნებს,რომელიც  ეხმარება  მათ  გარემოსთან    შეგუებაში.
     აღწერენ   ცხოველთა  ქცევას  (მაგ.ჯოგებად  გაერთიანება,შთამომავლობაზე  ზრუნვა).
  
მონაწილეთა   ასაკი:   9–10 წლის
ვადები    და  ხანგრძლივობა:  3-4  თვე
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც   შეიძლება   შეიქმნას:
ბავშვები   გაეცნობიან  თუ  რატომ  გადაშენდნენ  ესა  თუ  ის  ორგანიზმები,
გააკეთებენ  საპრეზენტაციო  სლაიდებს,   დაამზადებენ     მოდელებს,  მოაწყობენ  ფოტო  გალერეას. ისწავლიან  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებას. 
პროექტისათვის   საჭირო   ძირითდი რესურსები:
სახელმძღვანელო,  კომპიუტერი,  პროექტორი,  რბილი მავთული,   ფოტო აპარატი
პროექტის   მსვლელობა  (ძირითი   აქტივობები):
კლასს    ვყოფ   3    ჯგუფად   და   ვაძლევ   შესაბამის  დავალებას.
I   ჯგუფი
    ამ   ჯგუფს  ევალება    ინტერნეტის   დახმარებით  მოიპოვონ  ინფორმაცია  დედამიწაზე  სიცოცხლის   განვითარების  შესახებ,  იმ  ნამარხების  შესახებ, რომლებიც  აღმოჩენილი  იქნა  პალეონტოლოგების  მიერ,
ბოლოს   აკეთებენ  პრეზენტაციას. 
II  ჯგუფი
   მათ   ევალება   ინტერნეტით  მოიძიონ    სხვადასხვა    სახის    მასალა   და  სურათები  დინოზავრებზე,    დაამზადონ  სხვადსხვა  სახეობის   დინოზავრის  ჩონჩხის  მოდელები.
მოპოვებულ    ფოტო  მასალას  წარმოადგენენ  სლაიდების  სახით.
 მოაწყობენ   დინოზავრის  ჩონჩხის  მოდელების  გამოფენას.
.
III   ჯგუფი  
   მოიძიონ   თუ   რამ   გამოიწვია  დინოზავრების  გადაშენება?  შეადარონ  დინოზავრები  და  თანამედროვე  ორგანიზმეი  ერთმანეთს,  დახატონ   დინოზავრების   გადაშენების  ამსახველი  ნახატი   და   მოაწყონ  ნახატების  გამოფენა.          

  წარმოდგენილი   ნამუშევრების      შემდეგ   ჯგუფები    შეაჯერებენ  მოპოვებულ    ინფორმაციას     და    მოემზადებიან   პროექტის   პრეზენტაციისთვის.

ბოლოს  საპროექტო  ჯგუფი  მოაწყობს  ექსკურსიას  საქართველოს  ეროვნულ  მუზეუმში  და  სათაფლიაში.

საგნებთან,საგნობრივ    ჯგუფებთან/ეროვნულ    სასწავლო    გეგმასთნ   კავშირი:
  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  უნარებს  შემდეგ  საგნებში: ისტორიაში  (წარსულის   შესწავლაში), ხელოვნებაში  (ნახატების  შექმნაში) ,  სააინფორმაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებაში  (ინტერნეტით  მასალების  მოძიებით, დამუშავებით,პრეზენტაციების  მომზადებით,
პროექტის     ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნონა  ფილიპია
ხელმძღვანელის   ელ.ფოსტა: nonafilipia@gmail.com
პროექტის   ვებ–გვერდი/ბლოგი:nonafilipia.blogspot.com